რეზონანსი
06.02.2025

 "გახარიას პარტიას ხაზარაძის წინაშე არ აქვს რაიმე ტიპის ვალდებულება - პარლამენტში არ შევდივართ... ამას არ სჭირდება ფიცი" - ბერდია სიჭინავა

ჩვენს პარ­ტი­ას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­შე არ აქვს რა­ი­მე ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­შე, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში" "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას: "რჩე­ბი პარ­ლა­მენ­ტში?! - ხარ ბი­ძი­ნას რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტი!".

ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვას თქმით, „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ვინ­მეს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­სა და „ემო­ცი­ურ ყი­ჟი­ნას არ არის აყო­ლი­ლი".

"ჩვენ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი გვაქვს, არ ვართ ვინ­მეს ემო­ცი­ურ ყი­ჟი­ნა­სა და პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს აყო­ლი­ლი და რა­ღაც სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი არ გვჩ­ვე­ვია. ჩვე­ნი „ჰო" არის „ჰო" და „არა" არის „არა" და ამას არ ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ფიცი, მტკი­ცე­ბა რა­ღა­ცე­ბის და პო­ლი­ტი­კურ ვაგ­ხა­ნა­ლი­ა­ში შეს­ვლა. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ჩვენ არც იმას ვე­თან­ხმე­ბო­დით, სი­ე­ბის ჩახ­სნის გი­ჟუ­რი კამ­პა­ნია რომ წა­მო­ი­წყეს. ყვე­ლას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვცემთ პა­ტივს, ყვე­ლას ბრძო­ლას ვცემთ პა­ტივს, მაგ­რამ ეს ამ პარ­ტი­ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­და­სა­წყვე­ტია. ჩვენს პარ­ტი­ას მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის წი­ნა­შე არ აქვს რა­ი­მე ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღე­ბუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­უ­ლი მო­მავ­ლის წი­ნა­შე და ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის წი­ნა­შე.

მე სპე­ცი­ა­ლუ­რად არ შე­ვალ ასე­თი ტი­პის სპე­კუ­ლა­ცი­ა­ში იმი­ტომ, რომ ამა­ზე ბევ­რად მაღ­ლა ვდგა­ვართ, ამა­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი მი­ზა­ნი გვაქვს ვიდ­რე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­წე­რილ სტა­ტუ­სებს გან­ვი­ხი­ლავ­დეთ. არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი. ჩვენ გვაქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც თავს და­ჩაგ­რუ­ლად გრძნო­ბენ, ნა­ცე­მად, გა­ძარ­ცვუ­ლე­ბად. ჩვენ როცა ვამ­ბობ, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შევ­დი­ვართ, ესე იგი არ შევ­დი­ვართ. შე­ვე­დით რო­მე­ლი­მე პარ­ლა­მენ­ტში, კო­მი­ტეტ­ში, დე­ლე­გა­ცი­ა­ში? ხელ­ფასს ვი­ღებთ ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან? რა უნ­დათ? მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხომ ისაა, რომ პარ­ლა­მენტს ლე­გი­ტი­მა­ცია არ აქვს? პარ­ლა­მენ­ტის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას ის არ წყვეტს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ან მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შე­უ­წყდე­ბა თუ არა ლე­გი­ტი­მა­ცია. 5 თე­ბერ­ვლამ­დეც არა­ლე­გი­ტი­მუ­რი იყო პარ­ლა­მენ­ტი და 5 თე­ბერ­ვლის შემ­დე­გაც არა­ლე­გი­ტი­მუ­რია", - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ „ქარდს", რომ „49 ნაცი პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ძე­ვე­ბუ­ლია, დარ­ჩე­ნი­ლია 89 ნაცი", ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვა აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­დი მხარ­დამ­ჭე­რის გვერ­დზე გავ­რცელ­და და „ბა­ნე­რებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კა".

"ეს ბა­ნე­რი და­ი­დო ჩვე­ნი ერთ-ერთ მხარ­დამ­ჭე­რის გვერ­დზე, რო­მელ­საც „ფან­ფე­ი­ჯი" აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს იყო არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი. ეს ბა­ნე­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბა­ნერ­ზე პა­სუ­ხი იყო და ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა მხარ­დამ­ჭერ­მა დადო. ამას რა ის­ტე­რი­აც მოყ­ვა, პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში მგო­ნია თავი. ორი დღეა რა­ღაც ტი­პის ქარდს გან­ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც მხარ­დამ­ჭერ­მა დადო. ამ ქარ­დის ად­რე­სა­ტი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო. სე­რი­ო­ზულ პო­ლი­ტი­კას თუ ვა­კე­თებთ, ბა­ნე­რებ­ზე გა­მო­კი­დე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლი­ტი­კაა", - გა­ნა­ცხა­და ბერ­დია სი­ჭი­ნა­ვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×