რეზონანსი
06.02.2025

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ფრანგული Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. ზელენსკის თქმით, უკრაინამ ასევე მიიღო ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან.

„რაოდენობას ვერ დავასახელებ, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადები ისეთია, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან შევთანხმდით. დიახ, Mirage-ები ჩამოვიდა, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, ჩვენ დამატებით ველოდებით F-16-ებსა და Mirage-ებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინა მუდმივად სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას, მათ შორის ჯავშანტექნიკის, ტანკების, შორი მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს. გასული წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას დაჰპირდა, რომ საფრანგეთი მოამზადებდა უკრაინელ პილოტებს Dassault-ის წარმოების თვითმფრინავების სამართავად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×