რეზონანსი
07.02.2025

3 პარტიის 49 დეპუტატმა მანდატები, სადეპუტატო ხელშეუხებლობა, პრივილეგიები, მაღალი ხელფასები და სხვა ბევრი სიკეთე დაკარგა. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დრომდე მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით ირიცხება, გიორგი გახარიას გუნდია. პარლამენტისთვის მათ ამ დრომდე არ მიუმართავთ. სამი ოპოზიციური გაერთიანებისგან დისტანცირებას გიორგი გახარიას გუნდი მათ მიერ შერჩეული ტაქტიკით ხსნის.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს გიორგი გახარიამ აჩვენა, ამ ოპოზიციისგან განსხვავებით ბევრად პრაგმატულად და ლოგიკურად აზროვნებს. ხოლო საბოტაჟნიკებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ალღო აქვს. შესაბამისად, გახარიამ არ დაასწრო მოვლენებს და მანდატებზე უარი არ თქვა. ამიტომ არაა გამორიცხული, ის პარლამენტშიც ვიხილოთ.

„გახარიამ კარგად იცის, რომ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ ფლანგზე გზას ითავისუფლებს. ისედაც წყალწაყებული რადიკალური ნაცობა ახლა უფრო ჩაირეცხება. ამით კი მას მთელი პოლიტიკური ველი ცარიელი დარჩება. ის თუ პარლამენტში შევა, ამ ტრიბუნას ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს. გახარიამ ამ ოპოზიციას ისეთი ჩაუტარა, მარტო ახლა მიხვდნენ, როგორ გააცურეს. ამ უტვინო ნაციონალებმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად ალესეს.

გამოდის, გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე მოწინააღმდეგე მხარე აღარ ეყოლება. კონკურენტები ერთი ხელის მოსმით მოიშორა. ის ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკურ მოუსავლეთში გადადის. მას თავით მიჰყვება ეს უბედური ბანკირების ვითომ პარტიაც. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ გახარიამ, ფაქტობრივად, უბრძოლველად გაინაღდა ის ადგილი, რომელსაც ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მოიპოვებს. ამიტომ იმ 49 კაცმა პოლიტიკური სამარე საკუთარ თავებს თავად გაუთხარეს, გახარია კი მათ მიწას მიაყრის", - განუცხადა for.ge-ს გვენეტაძემ.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×