რეზონანსი
07.02.2025

პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება "ქართული ოცნების" დაანონსებული კანონები. სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ ერთი-ერთში გადმოაქვს ამერიკული "ფარა" და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, მეორე მხრივ კი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯებს.

ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივებში რადიკალურად განსხვავებულ მოტივაციას ხედავს და ასლის გადმოტანის შემთხვევაშიც, კანონებს რეპრესიულს უწოდებს.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემოღება საზოგადოების დეზინფორმაციისგან და უცხოური ჩარევებისგან დაცვას ემსახურება.

"ფაქტობრივად, დეზინფორმაციისა და ცუდი ნარატივების ეპოქაში ვცხოვრობთ. USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა და ფაქტობრივად, ყოველდღიურად ახალ-ახალ სკანდალებს ვიგებთ, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ჩარევასთან, დეზინფორმაციასთან და ყალბი ნარატივების მხარდაჭერასთან. ამის ფონზე, საქართველო დღეს დგას სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ. ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მოტივაცია რატომაც ჩვენ გადავწყვიტეთ "ფარას" კანონმდებლობის და ბრიტანული სტილის მედია კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში. მიზანია, რომ ამერიკული სტანდარტით მოწესრიგდეს უცხოური ჩარევების საკითხი, რადგან აშშ-ს აქვს ყველაზე ხანგრძლივი, 80 წელზე მეტი გამოცდილება ამ საკითხის რეგულირების", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×