რეზონანსი
07.02.2025

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პარტიას "საქართველოსთვის" ხელისუფლების ინტერესების გატარებაზე მიუთითა იმის გამო, რომ მათ ჯერაც არ დაუტოვებიათ საპარლამენტო მანდატები.

ბოჟაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტში მუშაობას არ შეუდგებიან, გახარიას გუნდის წევრებსაც შეუწყდებათ უფლებამოსილება განცხადების დაწერის გარეშეც.

"როგორც ჩანს, რადგან თვითონაც აღარ არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ენანებათ სხვა ოპოზიციური პარტიები იყვნენ პარლამენტის წევრები, გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა და სხვა ბერკეტები. თუმცა, იცით თქვენ, რომ ოთხივე პოლიტიკურ პარტიას აქვს სახელმწიფო დაფინანსება და ექნებათ მომავალი წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ მათ გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიიღეს იმდენი ხმა, რამდენიც მიიღეს.

დაფინანსება სწორედ ხმების რაოდენობაზეა მიბმული, მაგრამ 2020 წლის პარლამენტივით ჩვენ ხელფასები ვუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მუშაობენ... მივლინებები და ის სხვა პრივილეგიები, რაც აქვს საქართველოს პარლამენტის წევრებს, არ ექნება იმ 49 დეპუტატს. ის 12 დეპუტატიც ან იმუშავებს პარლამენტში, ან განცხადების დაწერის გარეშეც, საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდგომ, მაინც დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×