რეზონანსი
11.02.2025

 საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს მიუნხენში გამგზავრებამდე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილმა შედვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვეწდრაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები წამოიჭრა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელებთან მიიტანს მთავარ გზავნილს, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში.

მისივე თქმით, პლატფორმები, რომლებიც იქმნება, არის რეალურად პოლიტიკური პროცესი და კორდინაცია, რომელიც დაიწყო, არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდებოდა.

შეხვედრაზე საინტერესო საკითხები წამოიჭრა, უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიტანო, მითუმეტეს ეს არის უსაფრთხოების კოფერენცია, სადაც სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალი დონის ხელმძღვანელები იქნებიან და მათთან მივიტანო მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება საქართველოში, არა მხოლოდ დიქტატურა, რეპრესიები და რუსული რეჟიმი, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რეალურად საქართველოში რუსეთმა მოიგოს ის, რაც ვერასოდეს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის.

მე ვარ ძალიან დამუხტული და კმაყოფილი ამ შეხვედრებით, ეს გაგრძელდება ხვალაც და ზეგაც. ეს პლატფორმები, რომლებიც იქმნება, არის რეალურად პოლიტიკური პროცესი და ეს კორდინაცია, რომელიც დაიწყო, არის ის პროცესი, რომელსაც ყველა ელოდებოდა და ჩვენი, ყველასი ვალდებულებაა გავაძლიეროთ და ყველას დავეხმაროთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მანამდე სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×