
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ილონ მასკის გადაწყვეტილებას მედია კორპორაციების დახურვაზე, სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.
ტოტალიტარული რეჟიმების ჩაკეტილ საინფორმაციო სივრცეში მცირეოდენი ჟანგბადის სახით აღწევდა დასავლური რადიოხმები. მთელი სკოლის წლები და არა მარტო სკოლის წლები, ჩვეულებრივ საბჭოთა რადიმიმღებეთან მაქვს გატარებული ალბათ ათასობით საათი. მარტო "გულაგის არქიპელეგში" მექნება ასი საათი დახარჯული. "ამერიკის ხმა", "რადიო თავისუფლება", "თავისუფალი ევროპა" იყო სინათლის ის მკრთალი შუქი, რომელიც ჩვენამდე ძლივსძლივობით შემოანათებდა.
უზარმაზარი ძვირადღირებული მოწყობილობები იყო განლაგებული მთელ ქვეყანაში მათ ჩასახშობად. იცოდნენ კომუნისტებმა, რასაც აკეთებდნენ. სისტემისათვის ყველაზე საშიში თავისუფალი სიტყვა და განსხვავებული აზრი იყო. დუშეთისკენ მიმავალ გზაზე დღემდე არის შემორჩენილი ის მაღალი ანტენები, რომლითაც თბილისს ახშობდნენ.
დასავლურ პოპმუსიკასაც ამ საბჭოთა რადიმიმღებიდან ვუსმენდი. სკოლის წლებში ბეირუთზე მეყენა სულ. სიახლოვის გამო ხმა ძალიან კარგდ ისმოდა და არც ახშობდნენ. მთლად ამდენი ხარჯის გაწევადაც არ უღირდათ. მაშინ ლიბანი ყვაოდა, ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიას უწოდებდნენ, დღეს მიწასთან არის გასწორებული.
როგორც მაშინ იყო დასავლური საინფორმაციო საშუალებელი მაცოცხლებელი ჰაერივით ასეულ მილიონობით ადამიანისათვის, არც დღეს დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა, მიუხედავად ინტერნეტის საყოვლთაოებისა. თუნდაც რუსეთს შევხედოთ ან ჩინეთს, სადაც ბევრი რამ დაბლოკილია.
ყველფერი უნდა დავხუროთ, არავინ უსმენსო, განაცხადა ილონ მასკმა. აბა ჰკითხეთ ნორმალურ რუსებს, რომლებსაც დაბლოკილი არხების ნახვის გამო ციხე რომ ემუქრებათ, უყურებენ თუ არა "ნასტოიაშე ვრემიას ( იგივე "ამერიკის ხმა") ან სხვა თავისუფალ არხებს.
რამდენადაც გენიოსიც არის ტექნოლოგიებში, იმდენად იდიოტია ეს ილონ მასკი პოლიტიკაში მეთქი, დავწერე რამდენიმე კვირის წინ. მეტი რა უნდოდა ჩვენს "ტელენადეჟდას"-მთელი დღე ატრიალებდა ჩემს პორტრეტზე წაწერილ ამ სიტყვებს, ქარდებს რომ ეძახიან, შეხედეთ, მასკს იდიოტი უწოდაო. ამერიკელებთან მაბეზღებდნენ თავიანთი მოკლე ჭკუით
იდიოტი არ მიწოდებია-პოლიტიდიოტია. გაიხარეთ TV Imedi , შეგიძლიათ ახალი პლაკატი შექმნათ.
როცა უამრავი აბსურდული იდეა იბადება, ყველას ერთად ხორცშესხმა შეუძლებელია. იმედია, მასკის ეს მორიგი ახირება ისეთივე მკვდრადშობილი აღმოჩნდება, როგოტიც ცუკბერგთან მისი არშემდგარი ბრძოლა იყო, წესების გარეშე.
ცუკერბერგის მწვრვთნელი მერბ დვალიშვილი იყო, ეტყობა ამანაც შეაშინა - წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ილონ მასკის განცხადებით, მედია კორპორაციები - „რადიო თავისუფლება" და „ამერიკის ხმა" უნდა დაიხუროს. შესაბამისი განცხადება მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„დიახ, დახურეთ, მათ აღარავინ უსმენს. ესენი მხოლოდ რადიკალი მემარცხენე შეშლილები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 1 მილიარდ დოლარს წვავენ წელიწადში", - წერს მასკი.