რეზონანსი
11.02.2025

 ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

"ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან ნაყოფიერი საუბარი შედგა საქართველოსა და ქუვეითს შორის მჭიდრო მეგობრობისა და თანამშრომლობის სტაბილური განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში განვიხილეთ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზები სხვადასხვა სფეროში, რაც ორივე ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×