რეზონანსი
11.02.2025

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უკრაინაში ჩავა.

ტრამპის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბესენტი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„მე ვაგზავნი ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად. ეს ომი უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში, ძალიან ბევრია მსხვერპლი და ნგრევა. ამერიკა როდესაც ძლიერია, სამყარო მშვიდია", - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

„ბლუმბერგის" ინფორმაციით, ბესენტი უკრაინაში შესაძლოა, „შეთანხმების" შესახებ წინასწარი მოლაპარაკებებისთვის ჩავიდეს, რომლის ფარგლებშიც აშშ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, უკრაინისგან გარკვეულ სარგებელს მიიღებს.

გასულ კვირაში ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება.

ცნობისთვის, უკრაინას ურანის, ლითიუმისა და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×