რეზონანსი
13.02.2025

 "ჩვენს ზურგს უკან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა უბ­რა­ლოდ არ იმუ­შა­ვებს, ნე­ბის­მი­ე­რი გა­რი­გე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, კაია კა­ლას­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნის ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას კა­ლას­მა აღ­ნიშ­ნა, რომ არა­ფე­რი უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, რად­გან ეს რუ­სეთს არ­გებს და დას­ძი­ნა: „რა­ტომ ვაძ­ლევთ მათ ყვე­ლა­ფერს, რაც სურთ, ეს და­შოშ­მი­ნე­ბაა, ამას არას­დროს გა­უ­მარ­თლე­ბია".

"ნა­ტო­ში წევ­რო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გა­რან­ტი­აა, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. და რე­ა­ლუ­რად, ეს ყვე­ლა­ზე იაფი გა­რან­ტი­აც არის.

თუ ვამ­ბობთ, რომ ნა­ტო­ში წევ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ი­მე სხვა უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი იქ­ნე­ბა, მა­შინ ყვე­ლამ უნდა უპა­სუ­ხოს კი­თხვას: რა არის ეს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი რე­ა­ლუ­რად?

კი­დევ ერთხელ, ვი­ტყვი, რომ არა­ფე­რი არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არც კი და­წყე­ბუ­ლა, ვი­ნა­ი­დან, ეს რუ­სეთს არ­გებს და მათ ეს სურთ. რა­ტომ ვაძ­ლევთ მათ ყვე­ლა­ფერს რაც სურთ, სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არც და­წყე­ბუ­ლა? - ეს და­შოშ­მი­ნე­ბაა, ამას არას­დროს გა­უ­მარ­თლე­ბია!", - გა­ნა­ცხა­და კა­ლას­მა და დას­ძი­ნა, რომ შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნი­სა და ევ­რო­პის გა­რე­შე არ იმუ­შა­ვებს.

„კი­დევ ერთხელ, მინ­და ვთქვა, რომ თუ იქ­ნე­ბა ჩვენს ზურგს უკან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, ის უბ­რა­ლოდ არ იმუ­შა­ვებს! ვი­ნა­ი­და, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გა­რი­გე­ბის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­თან­ხმე­ბის­თვის, გჭირ­დე­ბა ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­ტა­რე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბას, გჭირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ა­ტა­რე­ბენ ამ შე­თან­ხმე­ბას.

ასე რომ... კარ­გა­დაც არ ჩანს, თუ ვინ­მე რა­ი­მე­ზე თან­ხმდე­ბა და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ამ­ბობს: "კარ­გი, შენ შე­თან­ხმდი, მაგ­რამ ჩვენ ამას არ გავ­ყვე­ბით!".

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­წე­ვენ და ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ მათ," - გა­ნა­ცხა­და კა­ლას­მა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×