
პარლამენტის თებერვლის პლენარული სესია ახლახანს დასრულდა და, როგორც ყოველთვის, ის გამოირჩეოდა განხილვებითა და კენჭისყრებით საერთაშორისო საკითხებზე, როდესაც ევროპარლამენტი მოქმედებს როგორც მოსამართლე - ზოგ ქვეყანას კარგ ქულებს აძლევს, ზოგს კი ცუდს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ და მაგალითებად სერბეთი და საქართველო მოიყვანა.
მის ითქმით, ამ ორ ქვეყანას საერთო ის აქვს, რომ მათმა მთავრობებმა გადაწყვიტეს საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვან. მარიანის თქმით, ქართველებს ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობენ ჩაატარონ ახალი არჩევნები.
„სინამდვილეში არავინ იცის, რატომ უნდა ჩაატაროს საქართველომ ახალი არჩევნები, მაგრამ ამავდროულად რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ", - განაცხადა მარიანიმ.
მან გაიხსენა საქართველოში ვიზიტი - 2022 წლის ივლისში, როდესაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი თქმით, ევროპელმა ჩინოვნიკებმა ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ყველანაირი კავშირის გაწყვეტა მოსთხოვეს.
„და რა თქვეს ქართველებმა? მათ თქვეს: უკაცრავად, მაგრამ თქვენ იცით ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ? თქვენ გინდათ, რომ ჩვენ გავწყვიტოთ კავშირი ჩვენს მთავარ ეკონომიკურ პარტნიორთან? თქვენ გინდათ, რომ ასობით ათასი ქართველი, რომელიც ახლა რუსეთში იმყოფება უკან დააბრუნონ ქვეყანაში? მათ ასევე გაიხსენეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი. ქართველებმა ბევრი მხარდამჭერი შეტყობინება მიიღეს მაშინ დასავლეთის ქვეყნებისგან, თუმცა შემდეგ მარტო დარჩნენ, ტერიტორიის 20% დაკარგეს და დღეს საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებს მიანიჭოს, ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელში ბიუროკრატებს ასიამოვნოს" , -აღნიშნა მარიანიმ.
მარიანის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზად იყო შეესრულებინა ბრიუსელის მოთხოვნები, ამიტომ არის ის დღეს ევროკავშირისთვის იდეალური კანდიდატი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსგან განსხვავებით სერბეთი სხვა სიტუაციაშია - მას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მანაც უარი თქვა სანქციების დაწესებაზე რუსეთთან ისტორიული და ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე.
„და თითქოს დამთხვევით ეს მთავრობაც უცბად განტევების ვაცად იქცა ევროკავშირისთვის. მოკლედ, თქვენ მიხვდით - ევროპას უყვარს გაკვეთილების მიცემა. თქვენ ან შეგაქებენ და კომპლიმეტებით აგავსებენ, ან თუ თქვენ გაბედავთ და სხვაგავრად მოიქცევით, თქვენ განგსჯიან და დაგემუქრებიან და ეს საპარლემენტო სესია, რომელზეც საქართველოს წინააღმდეგ რეზოლუცია იყო მიღებული და გაიმართა დებატები სერბეთის წინააღმდეგ ამის მშვენიერი მაგალითია. ორივე მთავრობას ერთი და იგივე „ფატალური ნაკლი" აქვს - მათ გადაწყვიტეს საკუთარი სახელმწიფოების და ხალხია ინტერესები დაიცვან, ნაცვლად იმისა რომ დაემორჩილონ ბრიუსელის მოთხოვნებს. შეგვიძლია ჩვენ ისინი ამის გამო გავამტყუნოთ?", - აღნიშნა მარიანიმ.