რეზონანსი
15.02.2025

ამ აქ­ცი­ას ვუ­ერ­თდე­ბი და რაც მთა­ვა­რია, ახლა ის ეტა­პია, როცა კვლავ მას­შტა­ბუ­რი აქ­ცი­ე­ბის­კენ უნდა წა­ვი­დეთ, - ამის შე­სა­ხებ „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­ი­ნა­ხოს, რომ ხალ­ხი მათ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი და ძლი­ე­რია.

„დღე­ვან­დელ დღეს პირ­ველ სტარტს და­ვარ­ქმევ­დი, ყო­ველ­დღი­უ­რი სის­ტე­მა­ტუ­რი აქ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკვე პირ­ვე­ლი სტარ­ტია მას­შტა­ბუ­რო­ბის­კენ. ყო­ვე­ლი შემ­დე­გი და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი დიდი აქ­ცია უფრო და უფრო მას­შტა­ბუ­რი უნდა იყოს იმის­თვის, რომ ვაჩ­ვე­ნოთ სი­სუს­ტის­კენ მი­მა­ვალ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მით ცდი­ლობს ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას და ძლი­ე­რის იმი­ჯის შექ­მნას, რომ ჩვენ გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რე­ბი და მეტ­ნი ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

"ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ" - გიორგი ვაშაძე

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას და იმ ფაქტს, რომ იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მიწ­ვე­უ­ლე­ბი არ იყ­ვნენ.

„თვით­მარ­ქვია რე­ჟი­მის არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ოლი­გარ­ქე­ბის ად­გი­ლი მი­უნ­ხე­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო მძლავრ პლატ­ფორ­მა­ზე არას­დროს იქ­ნე­ბა. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ად­გი­ლი არის იქ და ამი­ტო­მაც წარ­მო­ად­გენს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენს ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­მაც წი­ნას­წარ გა­ი­ა­რა ჩვენ­თან ამ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძალა ერ­თო­ბა­შია, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი, რაც და­ვა­ბა­რეთ - ყვე­ლა­ფე­რი რისი გა­კე­თე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა, ახლა უნდა გა­კეთ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის შიმ­ში­ლო­ბა­საც და გა­ნა­ცხა­და, რომ ახლა „ყვე­ლას ამო­ცა­ნაა, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ის, რად­გან მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×