
ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, რამაზ ჯინჭარაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება და ბინებით დაკმაყოფილება მოხდა.
მისივე თქმით, ბავშვები გასახლებულ ერთ-ერთ მოქალაქის კუსტარულად გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩაცვივდნენ.
„უბედური შემთხვევა მოხდა. ბავშვები თხრილში ჩავარდნენ კუსტარულ გაკეთებული იყო, ძველი სახლები რომ დაინგრა, იქ მოხდა ფაქტი.
ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეორე ეტაპის ბინების მშენებლობა სადაც დაიწყო, იქ ჩაცვივდნენ, ეს არასწორია. გიმეორებთ, ძველი სახლები, სადაც დაინგრა კუსტარული შამბო იყო, ფეკალური მასა ჩადიოდა და აქ 3 და 6 წლის ბავშვები ჩაცვივდნენ. ისინი მეზობლები არიან ერთმანეთს. ბავშვები გადასვენებულია პროზექტურაში”,- აღნიშნა ჯინჭარაძემ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
შესაბამისი უწყებები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.