რეზონანსი
16.02.2025

ფეისბუქ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე ბათუმში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება, სადაც წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, რომელთა გადარჩენაც ვერ მოხერხდა.

ვასაძე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებს პასუხობს. სოციალურ ქსელში უბედური შემთხვევის ადგილის ამსახველ ფოტოს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „სავარაუდოდ ბავშვებს წყალი ღრმა არ ეგონათ და არც ამ ადგილას მიმდინარეობს „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა.

„ხელი მიკანკალებს ამას რომ ვწერ! გიენებო! უბედურებაზე და ტრაგედიაზე დაგეშილო სექტანტებო! ეს არის ტრაგედიის ადგილი!!! აქ ჩავიდა ორი ანგელოზი!!! წყლით დაფარული თხრილია, რომელიც სავარაუდოდ, არ ეგონათ ღრმა. ჩუსტები იქვე აწყვია თქვე ბოროტებო! ამ ადგილას არ მიმდინარეობს ოცნების ქალაქის მშენებლობა! მიმდებარე ტერიტორიაა! გაეთრიეთ ახლა და ნახეთ, შემოღობილია მშენებლობის ადგილი! თქვე უგულოებო, ყველაფერზე როგორ ითბობთ ხელს!!!“ - წერს ნუნუშა ვასაძე.

ბათუმში, წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×