რეზონანსი
16.02.2025

 

 თბილისის მერი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძე დაღუპული ბავშვების ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"შეუძლებელია ნუგეშის სიტყვების პოვნა ასეთი ტრაგედიის დროს. ბათუმში დაღუპულ ორ მცირეწლოვანს გლოვობს მთელი საქართველო. თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ბათუმელებს" - წერს კახა კალაძე. 

ცნობისთვის, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×