
აშშ-ის სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხები უნდა დახარჯულიყო შემდეგ პროექტებზე:
- $10 მილიონი "მოზამბიკში მამაკაცის ნებაყოფლობით სამედიცინო წინადაცვეთაზე";
- $9,7 მილიონი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში "სამეწარმეო უნარების მქონე კამბოჯელი ახალგაზრდების კოჰორტის" შესაქმნელად;
- $2,3 მილიონი "კამბოჯაში დამოუკიდებელი ხმების გასაძლიერებლად";
- $32 მილიონი პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრს;
- $40 მილიონი "გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ცენტრისთვის";
- $14 მილიონი სერბეთში "სახელმწიფო შესყიდვების გასაუმჯობესებლად";
- $486 მილიონი "არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმისთვის", მათ შორის, $22 მილიონი "ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესისთვის" მოლდოვაში და $21 მილიონი ამომრჩეველთა აქტივობისთვის ინდოეთში;
- $29 მილიონი "ბანგლადეშში პოლიტიკური ლანდშაფტის გასაძლიერებლად";
- $20 მილიონი ნეპალში "ფისკალური ფედერალიზმისთვის";
- $19 მილიონი ნეპალში "ბიომრავალფეროვნების შესახებ საუბრებისთვის";
- $1,5 მილიონი ლიბერიაში "ამომრჩეველთა ნდობისთვის";
- $14 მილიონი "სოციალური ერთიანობისთვის" მალიში;
- $2,5 მილიონი "ინკლუზიური დემოკრატიებისთვის სამხრეთ აფრიკაში";
- $47 მილიონი დოლარი "აზიაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად";
- $2 მილიონი "მდგრადი გადამუშავების მოდელების" შემუშავებისთვის, რათა "გაძლიერდეს სოციალურ-ეკონომიკური ერთიანობა მარგინალიზებულ კოსოვოელ ბოშებს, აშკალებსა და ეგვიპტურ თემებს შორის".
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვა.