რეზონანსი
17.02.2025

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატში დაბრუნების იდეას არ ეთანხმება.

„დღეს ეს წარმოუდგენელია“, – ამბობს ბარო.

მისი თქმით, „დიდი შვიდეული“ აერთიანებს „ყველაზე დიდ და განვითარებულ დემოკრატიებს“, ხოლო რუსეთი „ნაკლებად იქცევა როგორც დემოკრატია“.

ამავდროულად, ბაროს თქმით, მოსკოვის მონაწილეობით G8 ფორმატში დაბრუნების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თუ უკრაინაში „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“ იქნება მიიღწეული.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს G8 ფორმატში რუსეთის მონაწილეობით დაბრუნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×