რეზონანსი
18.02.2025

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 69 წლის გახდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მას დაბადების დღეს ულოცავს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს!

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადად დაადასტურა, თუ როგორ ბეწვის ხიდზე გაიარა საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო და ქართველი ხალხი დღეს იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში, ვიდრე ახლა უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ის, რაც ასე ძლიერ გვაკლდა საქართველოში – სახელმწიფო საქმის მოთმინებით კეთების კულტურა. ჭარბი ემოციები და მოუთმენლობა ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ომად, უცხოური აგენტურის ცხრაწლიან ავტორიტარულ მმართველობად და მძიმე ეკონომიკურ ჩამორჩენად დაუჯდა. ბიძინა ივანიშვილის ლიდერობის პირობებში, ქვეყანამ ყველაზე რთული გამოწვევები წარმატებით დაძლია, თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობა შეინარჩუნა და სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვუხდი მადლობას, ყველა იმ დიდი საქმისთვის, რომელიც მას საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის უკეთებია!“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×