რეზონანსი
18.02.2025

88 წლის რომის პაპი ფრანცისკე პირველი საავადმყოფოში ერთი კვირის წინ ბრონქიტის გამო მოხვდა, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა და რომის სამედიცინო დაწესებულების Gemelli-ის ექიმებს პონტიფიკოსის მკურნალობის ტაქტიკის შეცვლა მოუხდათ, - წერს BBC-ი.

ექიმების თქმით, მას „რთული კლინიკური სურათი“ ჰქონდა, ამიტომ რომის პაპი ჯერჯერობით სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

ბოლო მონაცემებით, რომის პაპის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ამ ეტაპზე დიაგნოსტიკური და თერაპევტული ღონისძიებები ტარდება, - განაცხადეს ვატიკანში.

ცნობისთვის, არგენტინელი პონტიფიკოსი რომის კათოლიკურ ეკლესიას თითქმის 12 წელია უდგას სათავეში. როგორც ცნობილია, მას 21 წლის ასაკში ცალი ფილტვი ამოაჭრეს გადატანილი დაავადების გამო. ამ მიზეზით, რესპირატორული ინფექციების მიმართ მისი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და გართულების მეტი რისკი აქვს.

ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში 2023 წლის მარტშიც მოხვდა. იმავე წლის დეკემბერში კი მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის გადადება მოუწია, ავადმყოფობის გამწვავების გამო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×