რეზონანსი
18.02.2025

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-თურქეთის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და მიმოიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას.

მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს ანკარაში, რაც კარგი შესაძლებლობაა, როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების, ისე რეგიონში განვითარებული პროცესების განსახილველად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×