რეზონანსი
18.02.2025

როგორ აღმოჩნდნენ აბუ-დაბის ციხის ერთ საკანში „ოცნების“ დეპუტატები და ლაშა გაბიტაშვილი –  გადაცემა “რეაქციაში“ გაბიტაშვილი დეტალებს იხსენებს:

"ჩხუბის შემდეგ გამოძახებული იქნა პოლიცია, ამის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი იყო, ის იმუნიტეტი და ძალაუფლების განცდა, რაც საქართველოში აქვთ, მოხსნილიყო და ცოტა სხვანაირად შეეხედადთ ამ ყველაფრისთვის. მოვიდა პოლიცია და მითხრა, რომ ისინი აღარ ჩიოდნენ და თუ მეც არ ვჩიოდი, დაგვესრულებინა საქმე, რაზედაც მე უარი განვაცხადე. მე გოგოლაძე იდენტიფიცირებული არ მყავდა და გოჩა ენუქიძეც იმ სიტუაციაში არ იყო, შესაბამისად, მხოლოდ სამი ადამიანი - ზარქუა, სანიკიძე და სამხარაული მყავდა იდენტიფიცირებული. ისინი პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ მე პოლიტიკური რადიკალიზმით ვარ დაკავებული, ან ოპერაციას ვუწყობ ხელს.

ისე გამოვიდა სიტუაცია, რომ მეც იზოლატორში გადამიყვანეს. თუმცა მიზეზი ჩემთვის გაუგებარი იყო. მოხდა ჩემი დაკითხვა. როდესაც მიხვდნენ, რომ მე იქ პროვოკაციის მოსაწყობად არ ვიყავი ჩასული, ყველა კითხვა გავაქარწყლე, ჩემი ტელეფონიც შეისწავლეს, ყველაფერი ნახეს, ინფორმაცია მე გავარცელე თუ არა, შესაბამისად, მეორე დღეს მოხდა დეპუტატების დაკავება.

პირველი ღამე სხვადასხვა იზოლატორში ვიყავით, მაგრამ დღის განმავლობაში, საკვების მიღების დროს ერტად ვიყავით, ბოლო დღეც, ერთად, ერთ საკანში გავატარეთ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, ავუსხენი, რომ მე მათთან პირადული პრობლემა არ მქონია, მთავარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სამართალს რომ ვპოულობთ ქვეყანაში, მათთან ამაზე მქონდა პრობლემა, როგორც ერთ მოქალაქეს. 

ისინი ბედნიერები არ იყვნენ, რომ ერთ საკანში ვყოფილიყავით და პირისპირ მესაუბრა, მაგრამ არ გვქონია დაძაბული სიტუაცია, ჩვეულებრივად ვსაუბრობდი. ზარქუა ციხეში საუბრის წინააღმდეგი იყო" - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×