რეზონანსი
19.02.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).

გარდა ამისა, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მთელ ქვეყანაში ვარდნა 10-12 გრადუსის ფარგლებში იქნება. მთაში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, ხოლო ბარში 0 გრადუსთან ახლოს ტემპერატურა. თოვლს ელოდებიან დედაქალაქშიც, სადაც ღამ-ღამობით -3-6 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. უამინდობა 21 თებერვლის შემდეგაც გაგრძელდება და თითქმის თვის ბოლომდე გასტანს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×