რეზონანსი
19.02.2025

The Times წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, უკრაინაში Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს. 

გამოცემის ცნობით, მინისტრები განიხილავენ ვარიანტებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ დიდი რაოდენობით ჯარის გაგზავნა ომის დასრულების შემდეგ და ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებაა.

16 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს უსაფრთხოების გარანტიების სახით. სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობას საფრანგეთშიც განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×