
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ მიმართვას ავრცელებს, რომელიც აქტივისტების დაჯარიმებას და საჭირო თანხების მოძიებას ეხება. როგორც ჩანს, ე.წ. დახმარების ფონდებს თანხები უთავდება და დაჯარიმებული ადამიანები თანდათან პრობლემების წინაშე რჩებიან:
"ადამიანებს უკვე მესამე 5000-ლარიანი ჯარიმა გაუგზავნეს. არიან ისეთები რომლებიც არ იხდიან, ასაჩივრებს ყველა, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებმაც უნდა გადაიხადონ ჯარიმები.
ამ ხალხს გვერდით უნდა დავუგდეთ.
ფონდებმა - prosperitygeorgia.org, Human Rights House Tbilisi - უნდა ვთქვათ საჯაროდ რისი რესურსი გვაქვს. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რას ელოდონ ჩვენგან და თუ აღარაა რესურსი ესეც უნდა ვთქვათ და მოვიძიოთ.
ბანკებმა გაცხადებული ბიუჯეტიდან რამდენი დახარჯეს საინტერესოა და თუ გასაცემია თანხები უნდა გასცენ ახლა რომ ჯარიმებში ხალხს დავეხმაროთ", - დაწერა ჟორჟოლიანმა.