რეზონანსი
14.03.2025

„გარდიანის" ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიიდან რუსეთის ოთხი მოქალაქე ამოიღეს.

კერძოდ - ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვის და - გულბანორ ისმაილოვა; ბიზნესმენი ვიაჩესლავ მოშე კანტორი; რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიარიოვი და ბიზნესმენი ვლადიმირ რაშევსკი.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთისთვის სანქციების განახლებაზე შეთანხმდნენ. სხვადასხვა უცხოურმა გამოცემამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ უნგრეთის ვეტოს მუქარის გამო სანქციების სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღეს, ასევე სამი ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალნენ, თუმცა მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×