რეზონანსი
14.03.2025

 მსოფლიო ხედავს, როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა პირველი სწრაფი ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააახლოონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. უკრაინა მზად არის, გადადგას ეს ნაბიჯები, რადგან უკრაინელ ხალხს მშვიდობა ყველაზე მეტად სურს. მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად ისეთ პირობებს, რომელიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს პროცესს, რადგან რუსეთი ერთადერთი მხარეა, რომელსაც სურს ომის გაგრძელება და დიპლომატიის ჩამოშლა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×