
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ამერიკის წარმომადგენლის მიერ გამართული შეხვედრის შესახებ წერს.
ტრამპი აღნიშნავს, რომ "ძალიან კარგი შანსი არსებობს იმისთვის, რომ საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს".
ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ. ძალიან კარგი შანსი არსებობს, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს - მაგრამ, ამ მომენტში, ათასობით უკრაინელი სამხედრო სრულიად ალყაშემორტყმულია რუსეთის სამხედროების მიერ, და ძალიან ცუდ და დაუცველ პოზიციაში არიან. ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ისინი დაინდოს. ეს საშინელი ხოცვა-ჟლეტა იქნება, როგორიც მეორე მსოფლიო ომიდან არ ყოფილა", - წერს ტრამპი.