რეზონანსი
17.03.2025

2025 წლის მარტიდან, "ლიბერთის" მომხმარებლები, "იმედი L"-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენას "ლიბერთის" ყველა ციფრული არხიდან შეძლებენ. 

"ლიბერთისა" და "იმედი L"-ის პარტნიორობა უკვე ერთი წელია გრძელდება. ამ პერიოდში სამოგზაურო დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა ეტაპობრივად ინერგებოდა სხვადასხვა არხში. ამ ეტაპზე, პროდუქტის დეველოპმენტი დასრულებულია და უკვე ხელმისაწვდომია "ლიბერთის" მობაილ და ინტერნეტ ბანკში და ციფრულ  საგადამხდელო პლატფორმაზე - pay.ge.  

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევაზე ხელმისაწვდომობა იყოს მარტივი და მომხმარებელმა რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს პოლისის შეძენა. გვიხარია, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმედი L-ის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, დღეს მათ ციფრულ პლატფორმებზეც შესაძლებელია”, - განაცხადა ნათია ანასტასიადიმ, არასამედიცინო დაზღვევების და საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა.

„ერთი წელია, რაც სადაზღვევო კომპანია იმედი L-თან პარტნიორობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა Pay.ge-დან სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. ახლა, ეს მომსახურება კიდევ უფრო მოსახერხებელია – სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე მობაილ ბანკშიც არის ხელმისაწვდომი. „ლიბერთის“ მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ თანამედროვე ციფრული პროდუქტები, რომლებიც მათ ყოველდღიურობას გაუმარტივებს",  – აღნიშნა დავით მესხიძემ, ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×