
ადამიანები, ვინც ანგაჟირებულები, მართულები, მართვადი არიან და უმრავლესს შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, ყოველთვის ცდილობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ წამებულის მანტია მოირგონ.
„ეს საკითხი სამართლებრივია, რასაც სამართლიანი სასამართლოს ფორმატში წერტილი დაესმება. ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა – სააკაშვილის, მელიას, უგულავას თუ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ როგორმე, ეს საქმეები პოლიტიკურ მდგენელში გადაეზარდათ, მაგრამ ეს ადამიანები საქართველოსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და თან მერამდენედ? დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, რომ თავიანთი უფლებების დაცვა სადმე გააგრძელონ. ვინც ქვეყანას ებრძვის, ყოველთვის მარცხდება, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივი კუთხით“, – განაცხადა გორდულაძემ.
პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.