რეზონანსი
17.03.2025

 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელის, ვანო ბურდულის ცნობით, ამ წუთებში ცეცხლი სამეგრელოს სხვა ორ ადმინისტრაციულ ერთეულშიც არის გაჩენილი.

ვანო ბურდული "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოსახლეობის მიერ ფიჩხების დაწვაა - "მოქალაქეები ფიჩხებს წვავენ ეზოში და ქარის გამო დიდ ფართობებზე გადადის".

ხანძარი გაჩნდა დაახლოებით ორი საათის უკან. დაახლოებით ათას კვადრატამდეა დამწვარი. რატომღაც, ბოლო პერიოდში, ხანძრები არის. მოსახლეობა აქტიურად აჩენს ხოლმე ცეცხლებს საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, წვავს ეზოში ფიჩხს და ქარის გამო დიდ ფართობებზე გადადის. ამჟამად სოფელ გალშიც არის ხანძარი და ბოლო სამი დღეა, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთად ჩნდება ხანძრები. აქ უკვე ლიკვიდირებულია, ახლა უნდა გადავიდეთ სხვა ლოკაციაზე. რამდენადაც ინფორმაცია გვაქვს, ორ ადმინისტრაციულ ერთეულში ხანძარია". - განაცხადა ვანო ბურდულმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×