რეზონანსი
21.03.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მარნეულში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნოვრუზ ბაირამს, ვულოცავ ჩვენი მრავალეთნიკური სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს. ნოვრუზ ბაირამი ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღე არის, არა მხოლოდ მისი კულტურული ტრადიციებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომ, რომ ეს დღესასწაული აერთიანებს სხვადასხვა ერის თუ რელიგიის წარმომადგენლებს. დღესაც მარნეულში ყველა ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის, განახლების დღეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს, გვეცხოვროს, მშვიდობიან, მთლიან და ძლიერ საქართველოში" , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.

მარნეულში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და აზერბაიჯანული ეთნოკუთხე. მარნეულში ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×