რეზონანსი
21.03.2025

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მისიის ფარგლებში ჯარების გასაგზავნად მზად არის.

„ჩემი ქვეყანა შესაბამისი მხარდაჭერისთვის მზად არის... ჩვენ ჩვენი სამხედროების კონკრეტულ რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ კოალიციაში შემავალმა ყველა ქვეყანამ ასეთი მხარდაჭერის აღმოსაჩენად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე თავად უნდა აიღოს", - თქვა ნაუსედამ.

მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში სამწლიანი ომის დასრულება ნამდვილად სურს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების იმიტაციას ახდენს და უკრაინულ ტერიტორიაზე თავდასხმებს აგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×