რეზონანსი
21.03.2025

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ აღიარებას ეხმიანება, რომელიც მის ფონდს ეხება.

„როცა ეუბნები, რომ დაარღვიე კანონი, გადაგიხდი, მაშინ, როდესაც ეუბნები, რომ დაუპირისპირდი პოლიციას ფიზიკურად და მე მოგცემ ჩაჩქანსაც და შესაბამის აღჭურვილობასაც, რასაკვირველია, ეს არა თუ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი ფონდია, ეს არის რევოლუციის ნიშნის მატარებელი ფონდი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში აღიარა ის, რასაც პროკურატურა ედავება - ჟორჟოლიანი საჯაროდ დებს პირობას, რომ თუ მის ფონდს ყადაღა აეხსნება, შეგროვებულ თანხას პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×