რეზონანსი
22.03.2025

გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

„მეგობარ აქტზე" თუკი ვისაუბრებთ, გამოჩნდება მთელი რიგი უზუსტობები, უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი. არ შეიძლება, ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, უწოდო ანტიევროპული ან ანტიდასავლური მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოლიავებოდი ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს ტანჯავდა, სიცოცხლეს, ღირსებასა და ჯანმრთელობას ართმევდა. იმ ხელისუფლებას არავითარი დემოკრატიული და ევროპული არ ეტყობოდა

რაც შეეხება აქ გამოხმაურებას და ასეთ გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, ერთ სახელი შეიძლება ეწოდოს - უსამშობლოთა აღლუმი", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მორიგი პერფორმანსისთვის ემზადებიან. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქტის განხილვის მხარდასაჭერად, ოპოზიცია თბილისში შეკრებას და დოკუმენტში გამოთქმული ცრუ შეხედულებების მხარდაჭერას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×