რეზონანსი
22.03.2025

ნორმალური ხელისუფლების პირობებში „MEGOBARI აქტი“ ბევრი სიკეთის მისაღებად შეგვეძლო გამოგვეყენებინა, მაგრამ ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ პირობებში ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ამერიკელ კანონმდებლებს დაინახოს, რომ საქართველო მათ მხარდაჭერას აფასებს.

„MEGOBARI აქტი“, რომელიც ახლა უკვე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უნდა განიხილონ, ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, ერთის მხრივ, ითვალისწინებს ფართო მასშტაბიან აქციებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ამავდროულად, ძალიან ბევრ წამახალისებელ ნორმას, მაგალითად, უვიზო მიმოსვლას, ინვესტიციების მოზიდვას, დახმარებების გაზრდას, ამიტომ ნორმალური, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში ეს შეგვეძლო ბევრი სიკეთის მისაღებად გამოგვეყენებინა, მაგრამ ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ პირობებში ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერი და ივანიშვილის რეჟიმზე სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტია. ეს აქციაც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა დაინახონ თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ, მათ, როგორც საზოგადოება ამერიკის კონგრესის მხარდაჭერას",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×