რეზონანსი
23.03.2025

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი ამერიკის სენატში განსახილველი „მეგობარი აქტის” მხარდამჭერ აქციას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე „ლგბტ” პროპაგანდას და ამავდროულად, ითხოვდე ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე.

„დონალდ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკის ანალოგს აპროტესტებდე საქართველოში და ამავდროულად ტრამპის ფოტოებს აფრიალებდე, ეს მხოლოდ აგენტურას შეუძლია თავისი უფროსების დავალებით. ღიად ეწინააღმდეგებოდე რელიგიურ რწმენას, ოჯახურ ღირებულებებს, მხარს უჭერდე „ლგბტ” პროპაგანდას ქვეყანაში და თვალთმაქცურად ითხოვდე, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერას, ზუსტად ეს არის ახლანდელი ხავსს მოჭიდებული ოპოზიციის სახე! ეგრეთ წოდებული „მეგობარი აქტი“, თავისი შინაარსით მხარს უჭერს საქართველოში „დიფ სთეითის” აგენტურას და დონალდ ტრამპის მაგინებლებს”, - წერს ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×