რეზონანსი
23.03.2025

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის კორუფციაში ეჭვმიტანილი მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ასობით მომიტინგე დააკავეს.

„რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და მხარდამჭერებს მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×