რეზონანსი
25.03.2025

ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ და მათი სიარული ცხოველის მიერ ერთსა და იმავე წრეზე ბრუნვას ჰგავს, ადამიანები სანქციებზე საუბრობენ და აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ სანქციებს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს, თან დამაშინებელი ეფექტი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას სანქციებით ვერავინ შეაშინებს, ვერ დაავალდებულებს იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის.

„სანქციებით ვერ შეგვაშინებენ, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის. ყველაფერი იმ ძალებისგან მომდინარეობს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს" უწოდებს, ხოლო ჩვენ „გლობალური ომის" პარტიას. ჩვენი გუნდის ლიდერები როდესაც საუბრობდნენ, რომ მომავალში, ევროპიდან, „დიფ სთეითიდან" ზეწოლა გაძლიერდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, ამის მაგალითებს ყველგან ვხედავთ. ამის მაგალითია - ბალტიელებისა და სკანდინავიელების მიერ გადაწყვეტილებები. შედეგი ერთი და იმავეა - არავის აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. უბრალოდ, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა რაღაც საკითხებზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე მსჯელობენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს აფათურებენ. ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×