რეზონანსი
25.03.2025

თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების პრევენციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ აშშ დაეხმარება რუსეთს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტისთვის მსოფლიო ბაზარზე წვდომის აღდგენაში, საზღვაო დაზღვევის ხარჯების შემცირებასა და მსგავსი გარიგებებისთვის პორტებსა და გადახდის სისტემებზე წვდომის გაუმჯობესებაში.

გარდა ამისა, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე, რათა განახორციელონ პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის შეთანხმება, რომელიც კრძალავს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს რუსეთსა და უკრაინაში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×