რეზონანსი
25.03.2025

 "ჩემთან გამომძიებელიც არ მოსულა, იქნებ "იაკუძას" ლიდერი ვარ?" - ანდრო ჭიჭინაძე

ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­კუ­რა­ტუ­რას მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში წარ­მო­ად­გი­ნა, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მათი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჩვენს წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი ოთხი თვეა, ელო­დე­ბი­ან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნოს, მაგ­რამ, რო­გორც ჭი­ჭი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, საქ­მეს არა­ფე­რი ემა­ტე­ბა, რად­გან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ფი­ზი­კუ­რად არ არ­სე­ბობს.

"ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მქონ­და და მაქვს, რომ გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი, რა­ზეც ად­ვო­კა­ტებ­მა ილა­პა­რა­კეს, გვე­ტყვი­ან, რა­ტომ უნდა იყოს ჩვენს საქ­მე­ში გა­მო­კი­თხვის ოქ­მე­ბი თან­დარ­თუ­ლი, რად­გან არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი, ვინც ჩემს გვერ­დით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ არის ნახ­სე­ნე­ბი.

ჩვენ, და­ახ­ლო­ე­ბით, ოთხი თვეა, ვე­ლო­დე­ბით რა­ღა­ცას, რომ გან­ვი­თარ­დეს, ანუ მა­თი­ვე ლო­გი­კით, წინ რომ წა­ი­წი­ონ და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ ემა­ტე­ბა საქ­მეს, რა უნდა და­ე­მა­ტოს, როცა ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი არ­სე­ბობს, ანუ ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მათ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვთ. ესეც არ არის პრობ­ლე­მა, კა­ცე­ბი ვართ, დის­კომ­ფორ­ტსაც ავი­ტანთ, და­ვე­ლო­დე­ბით, უბ­რა­ლოდ, ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს რა­ღაც სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი და რა­ღაც მა­ინც წარ­მო­ად­გი­ნონ, ვე­ლო­დე­ბით ამ­დე­ნი ხა­ნია.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე­თი სო­ლი­და­რუ­ლია. რა სო­ლი­და­რო­ბაც დღეს გაჩ­ნდა ბოლო პე­რი­ოდ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ადა­მი­ა­ნებ­მა რო­გორც და­ი­ნა­ხეს ერ­თმა­ნე­თი, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც ში­ნა­გა­ნი სო­ლი­და­რო­ბის გრძნო­ბა აქვს.

იმ პი­რო­ბებ­ში, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ და­ა­მა­ტა, ხომ შე­იძ­ლე­ბა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მო­სუ­ლი­ყო, ვინც ამ საქ­მეს იძი­ებს და რამე მა­ინც ეკი­თხა ჩვენ­თვის. ჩემ­თან პი­რა­დად არა­ვინ მო­სუ­ლა და იქ­ნებ "ია­კუ­ძას" ლი­დე­რი ვარ? იმ პი­რო­ბებ­ში როცა საქ­მეს არა­ფე­რი ემა­ტე­ბა, წე­სით ხომ უნდა მო­სუ­ლი­ყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი?" , - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×