რეზონანსი
25.03.2025

  თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ერთობლივი განცხადებები არ ითვალისწინებენ შედეგებს ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის, მაგრამ კიევი ვაშინგტონს შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.

"თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ "გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×