რეზონანსი
19.04.2025

„ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთიდან ხოშტარიების ოჯახისთვის ჩარიცხულ მორიგ ტრანშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე.

„ყველამ საჯაროდ იცის უკვე, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და ამ ფულს ძირითადად ხარჯავს, რა თქმა უნდა, თავისთვისაც, მაგრამ იმ შეიარაღებისთვის, რომლითაც მერე ძალადობრივ აქციებს აწარმოებს. კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ასხამს ხოლმე წყალს რუსეთის წისქვილზე", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკის" ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს 250 ათას დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარიების ოჯახი „ქრონიკის" კითხვებს არ პასუხობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×