რეზონანსი
19.04.2025

რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ირანის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება.

„ჩვენ მივესალმებით თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. ორივე მხარის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მხარს ვუჭერთ. გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, დღეს რომში, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×