რეზონანსი
19.04.2025

ვიზალიბერალიზაცია შეეზღუდება პაპუაშვილს და კობახიძეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კითხვას, ელოდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტას.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის საფრთხე ჯერ არ დგას, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდება, პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ "ოცნება":

"ეს საფრთხე ჯერ არ არის, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მოვა ეს საფრთხეც და ეს იქნება მათი და მხოლოდ პასუხისმგებლობა, არავისი სხვისი, არც ევროპელების, არც საზოგადოების , ეს იქნება ამ რუსული ხელისუფლების ბრალი" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×