რეზონანსი
21.04.2025

ვი­ან ღა­მით გურ­ჯა­ან­ში ახალ­გაზ­რდა კაცი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლუ­ლია 31 წლის დი­მიტ­რი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყ­ვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდე­ბი სა­აღ­დგო­მო სუფ­რა­ზე ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მათ შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. ისინი წარ­სულ­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტი უკვე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იყო.

"პირ­ვე­ლად და­ახ­ლო­ე­ბით 7 სა­ათ­ზე მოხ­და ჩხუ­ბი, ეტყო­ბა შემ­დეგ გვი­ან გა­აგ­რძე­ლეს და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ფაქ­ტით, მკვლე­ლო­ბით დას­რულ­და. და­ახ­ლო­ე­ბით, 4-5 გას­რო­ლის ხმა იყო. რო­გორც ვიცი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ორი­ვე ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გე­ბი იყ­ვნენ, რა ვერ გა­იყ­ვეს არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა და­ლი­ეს და მეტი მო­უ­ვი­დათ. ჩემ­თან პო­ლი­ცია არ ყო­ფი­ლა“, - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

პო­ლი­ცი­ამ უკვე იცის, ვინ არის სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი, თუმ­ცა ამ დრომ­დე არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ კაცი, რო­მელ­მაც თა­ნა­სოფ­ლელს 5 -ჯერ ეს­რო­ლა.

სრო­ლის დროს და­იჭ­რა იქვე მყო­ფი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი. ექი­მის თქმით მას ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო და­ტო­ვა. რა გახ­და მკვლე­ლო­ბის ზუს­ტი მო­ტი­ვი, ამის და­სად­გე­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×