რეზონანსი
24.04.2025

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „სამშვიდობო შეთანხმების" ახალი ვარიანტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა. ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტისას განაცხადა.

„აშშ-ის წინადადების შემდეგ გამოჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი უკვე არის პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის ჰკითხეს უკრაინის „წითელი ხაზების" შესახებ, რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე აზრს მოკლებულია. თუმცა, ზელენსკიმ მაინც დასძინა: „ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს ან ჩვენს კონსტიტუციას, არ შეიძლება, იყოს არცერთ შეთანხმებაში".

ამ განცხადებით ზელენსკიმ ფაქტობრივად გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ კიევი არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×