
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას სურთ მშვიდობა და ორივე მხარეს მოუწოდა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
„ჩვენ დიდი ხანია ველოდებით, ისინი უნდა დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვფიქრობ, ისინი მიაღწევენ მშვიდობას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როდესაც მას ჰკითხეს შეთანხმების ვადებზე, ტრამპმა უპასუხა: „მე ჩემი საკუთარი ვადები მაქვს".
„მე ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ათასობით ადამიანის გადარჩენა და არ მომწონს, რომ ამას ამდენი დრო სჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, ორივე მხარეს მშვიდობა სურს. მე ამის მჯერა, იქ ბევრი სიძულვილია, ბევრი ძალიან ცუდი ისტორიაა", - დასძინა მან.