რეზონანსი
24.04.2025

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

„ამერიკის საგანმანათლებლო, კულტურული და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა მოითხოვს გამჭვირვალობას იმ უცხოური სახსრების შესახებ, რომლებიც შედის ამერიკის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში", - ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.

„ჩემი ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასრულდეს უცხოური ფინანსების ირგვლივ არსებული საიდუმლოება ამერიკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დავიცვათ იდეების თავისუფალი ბაზარი უცხოური მთავრობების მიერ დაფინანსებული პროპაგანდისგან და დავიცვათ ამერიკის სტუდენტები და კვლევები უცხოური ექსპლუატაციისგან", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×