
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგს მართავს და მან ამ წუთებში გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხანია არსად გამოჩენილა და როგორც ამბობდნენ, მას მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირებთან მთელ რიგ საკითხებზე შეუთანხმებლობაც ჰქონდა.
"მინდა გაგაცნოთ ჩემი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება. ჩემი მთავარი მოტივაცია იყო სამშობლოს სიყვარული და ძლიერი სურვილი, რომ მყარი აგური დამედო ქვეყნის აღმშენებლობაში. დღემდე მე პატივი მხვდა წილად მემუშავა ბიძინა ივანიშვილის გუნდში მემუშავა. მე 2-ჯერ ვიყავი პრემიერი და სხვადასხვა უწყების მინისტრი. მეამაყება, რომ თავდაუზოგავად ვიშრომე. მე პირნათლად მოვიხადე ვალი ჩვენი ქვეყნის, ხალხის და პარტიის წინაშე. არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი.
მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პოლიტიკა. ერთგული ვრჩები ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის. წარმატებას ვუვურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს.
ჩემი მომავალი მესახება კერძო სექტორში საქმიანობით, რომ იქედან შევძლო ჩემი ქვეყნის სამსახური. ამის თაობაზე მალე გაიგებთ ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.