რეზონანსი
12.05.2025

"პუტინმა ნათლად და ცალსახად გამოხატა პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ წინაპირობების გარეშე" - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი პესკოვი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას, რომ 15 მაისს პირადად დაელოდება პუტინს თურქეთში. 

პესკოვს პირდაპირ არ უთქვამს, ჩავა თუ არა მისი პრეზიდენტი თურქეთში და აღნიშნა, რომ "რუსეთის გადაწყვეტილება, მოძებნოს ომის გადაწყვეტის გზები გრძელვადიან პერსპექტივაში, მტკიცეა".

პესკოვი გამოეხმაურა ევროპის გაფრთხილებას, რომ "თუ მოსკოვი დღის ბოლომდე 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ახალი სანქციების მომზადება დაიწყება". კრემლის პრესსპიკერის თქმით, "ულტიმატუმების ენით რუსეთთან საუბარი არ შეიძლება"

„ულტიმატუმების ენა რუსეთისთვის მიუღებელია, ის არ არის შესაფერისი. რუსეთთან ასეთი ენით საუბარი არ შეიძლება“, - თქვა პესკოვმა

მისი თქმით, "რუსეთმა მსგავსი მუქარა 10 მაისს უკვე მიიღო", როცა უკრაინაში 4 ევროპული ქვეყნის ლიდერი - საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთისა და პოლონეთის პრემიერები კიევში ჩავიდნენ და ერთობლივი განცხადება მიიღეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×